დიეგო მარადონას შვილი დიეგო მარადონა-უმცროსი რეანიმაციაში იმყოფება.
მას კორონავირუსი აღმოაჩნდა, ეპიდემია მძიმე ფორმებში აქვს და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი "ტვიტერით" იტყობინება, რომ მას მამის გარდაცვალება შეატყობინეს: "სამწუხაროდ, ყვითელი პრესის ერთმა წარმომადგენელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი მამა გარდაიცვალა. მას უნდოდა, მისი რეაქცია გაეგო".