დღეს, 25 ნოემბერს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში დიეგო მარადონას საჯარო პანაშვიდის დროს ფანებსა და პოლიციას შორის შეჯახება მოხდა.
დიეგოს პანაშვიდზე იმდენად ბევრი ადამიანი მივიდა, რომ პოლიციამ ნაკადის მოწესრიგება ვერ შეძლო. უთანხმოებაც ამან გამოიწვია.
შეგახსენებთ, ფეხბურთის ლეგენდა გუშინ, 24 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. დიეგოს გული გაუჩერდა.