
გუშინ 60 წლის ასაკში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა და მთელი საფეხბურთო სამყარო დამწუხრებულია. თუმცა ყველგან სწორად როდი გაიგეს ეს ამბავი.
მაგალითად, აშშ-ში ზოგიერთს ჰგონია, რომ მარადონა კი არა, ცნობილი პოპ-მომღერალი მადონა გარდაიცვალა. "ტვიტერზე" უამრავი გამოხმაურება გამოჩნდა, სადაც ფანები მარადონას ნაცვლად 62 წლის მადონას ეთხოვებიან.
![აშშ-ში აერიათ და მარადონას ნაცვლად მადონას გლოვობენ [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7c7138f24cd48e7d4c676dce6e376d3d.png)
"2020-მა წელმა ლეგენდა წაგვართვა. განისვენე მშვიდად, მადონა, პოპ-მუსიკის დედოფალო. შენ გარეშე მოვიწყენთ", - წერს მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი. სხვები კი უბრალოდ წერენ: "განისვენე მშვიდად, მადონა".