მარადონას ანდერძი - ბალზამირებული ცხედრის სახალხოდ (მავზოლეუმში) გამოფენა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ერნან კასტილიო TNT-ის "ტვიტერით" დიეგო მარადონას ანდერძს ასაჯაროებს. მისი მტკიცებით, მარადონამ გარდაცვალების წინ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, მისი ბალზამირებული ცხედარი სახალხოდ გამოფენილი უნდა იყოს. ამისათვის, ფაქტობრივად, მავზოლეუმის აგება გახდება საჭირო.

კასტილიო ამტკიცებს, რომ ამის შესახებ დიეგოს ოჯახმა ახლახან შეიტყო და ძალიან გაკვირვებულები არიან. აღნიშნულ საკითხზე ოჯახს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

მარადონას ცხედარი ბუენოს-აირესში, არგენტინის პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კუბოშია დასვენებული, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიეგოს ხუთშაბათს Jardin de Paz-ის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.


მკითხველის კომენტარები / 2 /
დაკრძალეს უკვე მშობლების გვერდით. რა ხელი მოაწერა,რა მავზოლეუმი? სწორად მაინც გადმოთარგმნეთ ხალხო. არ დაბლოკოთ როგორც ხშირად შვრებით.
გია
27 ნოემბერი 2020 14:00
1
ვერ გავიგე... ქრისტიანი არ იყო?
ბიზნესის სუნი ასდის ამ ყველაფერს!
SL
27 ნოემბერი 2020 10:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული