მარადონას ინგლისთან გატანილი გოლების ჩათვლით ტუნისელი მსაჯი ამაყობს

AutoSharing Option
1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ტუნისელმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ დიეგო მარადონას მიერ ინგლისთან გატანილი გოლები ჩათვალა და ამით ამაყობს.

"მარადონა მოედნის ცენტრიდან გავარდა, მას მივსდევდი. როდესაც მარადონას მსგავსი ფეხბურთელის მატჩს მსაჯობ, თვალს ვერ მოსწყვეტ.

ინგლისელებმა სამჯერ სცადეს მარადონას წაქცევა, მაგრამ გამარჯვების სურვილი წინ ამოძრავებდა. მე ვყვიროდი "უპირატესობა" (შემტევი გუნდის), ვიდრე ის საჯარიმომდე არ მივიდა.

Sportall.Ge

დიეგოს საჯარიმოს გარედან ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, როგორ გაექცა სამ მცველს და გაირბინა თითქმის 50 მეტრი. მეგონა წააქცევდნენ და პენალტის დასანიშნად ვიყავი მზად.

ჩემდა გასაკვირად, კიდევ ერთ მცველსა და მეკარეს აუარა გვერდი და "ასწლეულის გოლი" გაიტანა. როგორც ადამიანი და მსაჯი ვამაყობ, რომ ამ ისტორიულ მომენტში ჩემი როლი შევასრულე.

პირველი სამი კონტაქტისას რომ ჩამესტვინა, ამ შესანიშნაობას ვერ ვიხილავდით. თამაშის გაგრძელების საშუალება მივეცი და ეს ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო", - განუცხადა ალი ბინ ნასერმა BBC Sport-ს.

იმ მატჩში მან მარადონას "ღმერთის ხელით" გატანილი გოლიც ჩათვალა. დიეგო იმ ტურნირის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული