"მიხარია, რომ ამას ყველა ხედავს..." - რობერტ ლევანდოვსკი

AutoSharing Option
"ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ 2020 წელს გასამართ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა. 

"ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოება არ იქნებოდა. ვფიქრობ, მათ ეს გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღეს. ისედაც ყველამ იცოდა, რომ მე გასულ წელს საუკეთესო ვიყავი.

"ბაიერნმა" დიდ წარმატებას მიაღწია, ეს შესანიშნავია. მიხარია, რომ ამას ყველა ხედავს. ეს ტიტულებიც საოცარია. ამავდროულად, ვიცი, რომ ინდივიდუალური ჯილდოც გუნდიდან გამომდინარეობს. 

რთულია თავდამსხმელის გარეშე წარმატების მიღწევა, მაგრამ არც თავდამსხმელს შეუძლია გუნდის გარეშე თამაში" - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ESPN-მა
საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად სწორედ ლევანდოვსკი დაასახელა. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altლევანდოვსკის საოცარი სტატისტიკა - პოლონელი არ ჩერდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული