Voetbalzone-ს ცნობით, 1-ელ დეკემბერს ქ. ბრედას სასამართლომ მადრიდის "რეალისა" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს როისტონ დრენტეს შეატყობინა, რომ გაკოტრებულია და მის საქმეებს პერსონალურად დანიშნული მენეჯერი წარმართავს. თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში მისი აგენტები არიან დამნაშავენი და მტყუან-მართალი გაირკვევა.
ახლა 33 წლის დრენტე ნიდერლანდების მესამე დივიზიონის "კოზაკენ ბოისში" ირიცხება, თუმცა ბოლოს მარტში ითამაშა.