"მისნაირის დაბადებას ხალხი 100 წელი უნდა ელოდოს" - ლევანდოვსკი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრფორვარდმა რობერტ ლევანოვსკიმ კომენატარი "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის შესახებ გააკეთა.

"მესი დიადი ფეხბურთელია, ამ სპორტის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო. მესმის, მისგან ყოველთვის ძალიან ბევრს ითხოვენ. შესაძლოა, რასაც მესიმ მიაღწია, იმას ვერც ვერავინ მიაღწიოს.

მისი მსგავსის დაბადებას ხალხი 100 წელი უნდა ელოდოს. თუმცა, რაც მესის აქამდე გაუკეთებია, იმის დამსახურებით ფეხბურთის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ყოველთვის იქნება,"- განაცხადა ლევანდოვსკიმ.

მომზადებულია Ole-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
სრულიად ვეთანხმებით ლევანდოვსკის! მესის ეხლა რთული პერიოდი აქვს, იმ მიმდინარე მოვლენების გამო რაც ბარსაში და კერძოდ ბართომეუს და მის დაპირისპირებას ეხება. ამ ყველაფერმა მესის მძიმე კვალი დაატყო და ეს მის თამაშის ხარისხეც ისახება. თან მე მგონი, მესი ძალიან არის ნაწყენი, კატალონიელ ფანებზეც, (ეს თანაგუნდელებსაც ეხებათ)რომლებმაც მხარი არ აუბეს მძიმე წუთებში და ფაქტიურად, ყველამ მარტო დატოვეს, ბრძოლის ველზე. აქედან გამომდინარე ხალისი და მოტივაციაც აღარ აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ლეო მესი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის არის და დარჩება ყოველთვის, ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რაც კი მინახავს საერთოდ.
ბარსა მესი
17:39 06-12-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული