ბელგიის 1В დივიზიონის მე-14 ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "მოლენბეკთან" და ამ მატჩში ის გააძევეს.
პირველ ტაიმში სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და გოლიც გაიტანეს. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, "სერენი" განუწყვეტლივ უტევდა, მიქაუტაძემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, 89-ე წუთზე კი წითელი ბარათი მიიღო - "მოლენბეკის" მცველ ჟილ რუისენს ბურთი საკუთარი საჯარიმოს ხაზიდან წაქცეულს გამოჰქონდა, გიორგი შეეცადა ხელი შეეშალა და ზედ დაახტა, რისთვისაც მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯა და "დეინცესთან" მომავალი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.
მიქაუტაძე 16 გოლით კვლავაც ბომბარდირია, თუმცა უკანასკნელ ხანს ჩვეულად შედეგიანი არ არის - ბოლო 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მისი გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ "უნიონს" 5 ქულით ჩამორჩება.
"სერენმა" ეს ფოტო გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო: "მთელი იმედგაცრუება ერთ სურათში".