ბელგიის 1В დივიზიონის მე-13 ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე "ბრიუგეს" დუბლები 4:0 დაამარცხა. 20 წლის მიქაუტაძემ კი გოლი გაიტანა და 70-ე წუთზე შეცვალეს.
მიქაუტაძემ სამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და სულ მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 13 მატჩში 16 გოლია. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია - მეორე ადგილზე 11 გოლით "უნიონის" თავდამსხმელი დანტე ვანზეირია.
"სერენი" მეორე ადგილზეა და 13 ნოემბერს "მოლენბეკს" უმასპინძლებს.