"ერთხელ, "ინტერში" თამაშის დროს, როი ჰოჯსონმა მითხრა, რომ მარცხენა ფლანგზე წარმატებას ვერასდროს მივაღწევდი, რადგან საამისოდ კარგი არ ვიყავი. მე კი მას
რობერტო კარლოსის ევროპული კარიერა "ინტერიდან" დაიწყო. ბრაზილიელი 1995 წელს "პალმეირასიდან" "ნერაძურიში" გადავიდა. რეალურად არავის ეგონა, თვითონ სპორტსმენის გარდა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი დადგებოდა. მისი სისწრაფე, დარტყმა ყველაფერზე მეტყველებდა.
როი ჰოჯსონი პირველი ევროპელი იყო, რომელმაც კარლოსს ევროპაში, როგორც მწვრთნელმა, ისე შეხედა. ფეხბურთში ყველას დაუშვია შეცდომა, მათ შორის, იმ ადამიანებსაც, რომლებსაც კლუბებისა და ფეხბურთელების მართვის დიდი გამოცდილება აქვთ და ჰოჯსონმა ეს შეცდომა სწორედ აქ დაუშვა. ის კარლოსს დაცვის ნაცვლად შეტევაში თამაშს სთხოვდა. რეალურად, იმწამიერად ინგლისელი სპეციალისტის გამტყუნება მართებული არ გახლდათ, რადგან ბრაზილიელს კარგი შემტევისთვის ყველანაირი მონაცემი გააჩნდა.
კარლოსმა იმ სეზონში 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ფეხბურთელი ხვდებოდა, რომ "ნერაძურის" ის ვერ მოერგებოდა და გადადგა თავის კარიერაში ყველაზე სწორი ნაბიჯი... და 1996 წელს "სელესაოს" მომავალი ლეგენდა კარიერას "რეალში" აგრძელებს... დანარჩენი კი უკვე ისტორიაა...
11 წელი "ბლანკოსის" შემადგენლობაში, 370 შეხვედრა და 47 გოლი
"სამეფო გუნდი" ნელ-ნელა ლეგენდების გადმობირებას იწყებდა. ევროპამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რამდენად დიდებულ მცველთან ჰქონდა საქმე.
რობერტო კარლოსი ერთიორად უმატებდა. მისი საოცარი პასის, სისწრაფის, ყუმბარისებური გასროლის, ენერგიისა და მუხტის მეშვეობით გულშემატკივარს თავი მარტივად შეაყვარა.
ორი წლის შემდეგ იგივე მეორდება და ბრაზილიელი "ბლანკოსთან" ერთად კიდევ ერთხელ იგებს საკლუბო ეგიდით ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. აღსანიშნავია, რომ კარლოსმა ყველა შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა.
ბრაზილიელი საუკეთესო იყო. ერთადერთი, მის წინ პაოლო მალდინი გახლდათ, რომელიც ამქვეყნად მცველად თამაშისთვის იყო მოვლენილი. მაშინაც და ახლაც აზრები იყოფა. რომელი მხარე გადაწონის - ბრაზილიელის ელვისებური შეტევა თუ იტალიური კედელი?
მისი კარიერა წარმოუდგენელი გახლდათ. უამრავი ტიტული, დასამახსოვრებელი მატჩი, წარმოუდგენელი გოლი და რაც მთავარია, გულშემატკივრების სიყვარული.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, რა თქმა უნდა, აქაც წარუშლელი კვალი დატოვა და მოიგო 125 მატჩი, რითაც მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდარულ კაფუს ჩამორჩა.
თუ ფეხბურთი გიყვარს, რობერტო კარლოსიც უნდა გიყვარდეს. მან ფეხბურთელებს დააჯერა, რომ მცველობა არ ნიშნავს ნაკლებშედეგიანობას. რატომაც არა, 527 ოფიციალურ შეხვედრაში 70 გოლი და 88 საგოლე გადაცემა შეასრულა. რეალურად, ის ამ ციფრებზე გაცილებით ძლიერი იყო და საკუთარი კარიერა უკვდავყო.
მისმა თანამემამულე მარსელომ არაერთხელ მოიყვანა თავის "ხატად" რობერტო კარლოსი და არამარტო მარსელომ... იყვნენ სხვებიც...
ეს კი სილამაზისთვის, ასაკში შესული კარლოსის გადაცემა საქველმოქმედო მატჩის მიმდინარეობისას:
მომზადებულია 90min-ის მიხედვით
უმაღლეს დონეზე მხოლოდ 5 წელი ითამაშა, თუმცა მსოფლიოს დაპყრობა მოასწრო!
1998 წელს მან სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, თუმცა იმედგაცრუებად იქცა
ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა!!
ერთი სიამუვნება იყო მისი თამშის ყურება!!