დაწუნებული ბრაზილიელი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
ზოგი ფეხბურთელი კლუბის სიმბოლოა, ზოგიც - ეროვნული ნაკრების, მაგრამ ისტორიიდან გვახსოვს ერთი ბრაზილიელი, რომელიც საკუთარი პოზიციის სახე იყო. ეს ბრაზილიელი რობერტო კარლოსი გახლდათ.

ადამიანი, რომელსაც მარცხენა ფლანგის მცველობის გარდა, ვერსად წარმოიდგენდი. ფეხბურთელებს უყვართ სათამაშო სტილის ცვლილება. ზოგი სისწრაფის გამოყენებიდან ზუსტ დარტყმებზე გადადის, ზოგი საერთოდ პოზიციას იცვლის, მაგრამ რობერტო კარლოსმა კლუბიც კი დატოვა იმის ნიშნად, რომ ის პოზიციას არ შეიცვლიდა.

Sportall.Ge

"ერთხელ, "ინტერში" თამაშის დროს, როი ჰოჯსონმა მითხრა, რომ მარცხენა ფლანგზე წარმატებას ვერასდროს მივაღწევდი, რადგან საამისოდ კარგი არ ვიყავი. მე კი მას

ვუპასუხე, რომ ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა" - რობერტო კარლოსი

 

რობერტო კარლოსის ევროპული კარიერა "ინტერიდან" დაიწყო. ბრაზილიელი 1995 წელს "პალმეირასიდან" "ნერაძურიში" გადავიდა. რეალურად არავის ეგონა, ბრაზილიელების გარდა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი დადგებოდა. მისი სისწრაფე, დარტყმა ყველაფერზე მეტყველებდა.

როი ჰოჯსონი პირველი ევროპელი იყო, რომელმაც კარლოსს ევროპაში, როგორც მწვრთნელმა, ისე შეხედა. ფეხბურთში ყველას დაუშვია შეცდომა, მათ შორის, იმ ადამიანებსაც, რომლებსაც კლუბებისა და ფეხბურთელების მართვის დიდი გამოცდილება აქვთ და ჰოჯსონმა ეს შეცდომა სწორედ აქ დაუშვა. ის კარლოსს დაცვის ნაცვლად შეტევაში თამაშს სთხოვდა. რეალურად, იმწამიერად ინგლისელი სპეციალისტის გამტყუნება მართებული არ გახლდათ, რადგან ბრაზილიელს კარგი შემტევისთვის ყველანაირი მონაცემი გააჩნდა.

კარლოსმა იმ სეზონში 5 გოლი გაიტანა,  მაგრამ ფეხბურთელი ხვდებოდა, რომ "ნერაძურის" ის ვერ მოერგებოდა და გადადგა მის კარიერაში ყველაზე სწორი ნაბიჯი, ფეხბურთელი "რეალს" შეუერთდა.

 

Sportall.Ge

11 წელი "რეალის" შემადგენლობაში, 370 შეხვედრა და 47 გოლი

 

"ბლანკოსი" ნელ-ნელა ლეგენდების გადმობირებას იწყებდა. ევროპამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რამდენად დიდებულ მცველთან ჰქონდათ საქმე.

რობერტო კარლოსი ერთიორად უმატებდა. მისი საოცარი პასის, სისწრაფის, ყუმბარისებური გასროლის, ენერგიისა და  მუხტის მეშვეობით გულშემატკივარს თავი მარტივად შეაყვარა.

 

1997 წელი, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი! რობერტო კარლოსი საფრანგეთის წინააღმდეგ

 



1998 წელს "მადრიდის რეალთან" ერთად კარლოსმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ორი წლის შემდეგ იგივე მეორდება და ბრაზილიელი "ბლანკოსთან" ერთად კიდევ ერთხელ იგებს საკლუბო ეგიდით ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. აღსანიშნავია, რომ კარლოსმა ყველა შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა.

კარლოსი საუკეთესო იყო. ერთადერთი, მის წინ პაოლო მალდინი გახლდათ, რომელიც დაცვის კუთხით მოვლენილი საერთოდ სხვა სამყაროდან იყო. მაშინაც და ახლაც აზრები იყოფა, თუ რომელი გახლდათ საუკეთესო.

ყუმბარისებური გოლები

 



მისი კარიერა წარმოუდგენელი გახლდათ. უამრავი ტიტული, დასამახსოვრებელი მატჩი, წარმოუდგენელი გოლი და რაც მთავარია, გულშემატკივრების სიყვარული.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, რა თქმა უნდა, აქაც დატოვა წარუშლელი კვალი და მოიგო 125 მატჩი, რითაც მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდარულ კაფუს ჩამორჩა.

თუ ფეხბურთი გიყვარს, რობერტო კარლოსიც უნდა გიყვარდეს. მან დააჯერა ფეხბურთელებს, რომ მცველობა არ ნიშნავს ნაკლებშედეგიანობას. რატომაც არა, 527 ოფიციალურ შეხვედრაში 70 გოლი და 88 საგოლე გადაცემა შეასრულა. რეალურად, ის ამ ციფრებზე გაცილებით ძლიერი იყო და წარუშლელი კვალიც დატოვა.

მისმა თანამემამულე მარსელომ არაერთხელ მოიყვანა თავის "ხატად" რობერტო კარლოსი და არამარტო მარსელომ.

პატარა ბიჭი ბრაზილიიდან, რომელსაც ელვისმაგვარი დარტყმა უყვარდა.

ეს კი სილამაზისთვის, ასაკში შესული კარლოსის გადაცემა საქველმოქმედო მატჩის მიმდინარეობისას:

 


მომზადებულია 90min-ის მიხედვით

 

 

altუმაღლეს დონეზე მხოლოდ 5 წელი ითამაშა, თუმცა მსოფლიოს დაპყრობა მოასწრო!

alt1998 წელს მან სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, თუმცა იმედგაცრუებად იქცა



მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან ქარიზმატული და განსაკუთრებული ფიზიკური თვისებების მქონე მცველი, რომლის სავიზიტო ბარათი, რეაქტიული სისწრაფე და ყუმბარისებური დარტყმა იყო... დაუვიწყარი და ლეგენდარული რობერტო კარლოსი.
ვახო...
18:01 27-02-2021
0
მონსტრი იყო, თუმცა როგორც მცველი დიდი არაფერი და ლოგიკურიცაა. მისი ყველაზე დიდი პლიუსი არა გაუვალობა არამედ სისწრაფე შეტევაში ჩართვა და უძლიერესი ცაცია იყო. როგორც მცველები ალბათ უკეთესებიც იყვნენ მარცხენა ფლანგზე, თუმცა ჯამში როგორც მარცხენა მცველი საუკეთესო იყო
მინდია
17:21 27-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული