წაქცეულ ფეხბურთელზე ზემოდან დახტომისთვის მიქაუტაძე მკაცრად დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის 1В დივიზიონის მე-14 ტურში "მოლენბეკთან" შეხვედრის დასასრულს "სერენის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის წაქცეულ მცველს, ჟილ რუისენს დაახტა და გააძევეს.

"სერენის" საიტი იტყობინება, რომ ფეხბურთის ფედერაცია მიქაუტაძის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯას აპირებდა, მაგრამ კლუბმა გააპროტესტა და საბოლოოდ სამმატჩიანით დასაჯეს. მას აგრეთვე ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ეს დღე მალე უნდა დავივიწყოთო, წერს "სერენი", რომელიც პირველ დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის და უახლოეს 3 შეხვედრაში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ძალიან დააკლდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გაურკვეველ ლიგაში მობურთავე სურდა ხოგიერთებს ნაკრებში გამოძახება,ასეთი მოყვარულები და კლუნები სავსეა..მადლობა ღმერს გვყავს ჩაკვე კვარა ზუკა,,ვინც იძახდა ამაზე ნაკრებში გამოვიძახოთო წაიყვანოს თვითონ
jako
23:45 14-12-2020
16

სიახლეები პოპულარული