France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" მსოფლიოს 177 ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და ფეხბურთის  ისტორიის მანძილზე მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები ტაქტიკური სქემით - 4-3-3 გამოაქვეყნა:

მეკარე: იაშინი (სსრკ)

მცველები: კაფუ (ბრაზილია), მალდინი (იტალია), ბეკენბაუერი (გერმანია), მათეუსი (გერმანია)

ნახევარმცველები: ხავი (ესპანეთი), მარადონა (არგენტინა), პელე (ბრაზილია)

თავდამსხმელები: მესი (არგენტინა), რონალდო (ბრაზილია), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).
მკითხველის კომენტარები / 54 /
კიბატონო, მაგრამ არ არსებობს სიმბოლური ანკრები რონალდინოის გარეშე, ჩემი აზრით. რონის ქონდა ყველაფერი რატომაც შეიძლება გიყვარდეს ფეხბურთი.
მე არ ვარ რობოტი
14 დეკემბერი 2020 22:50
0
მარადონას ადგილს ვერ დაიკავებს და სხვა მისი სტილის აქ არავინაა
Dato
14 დეკემბერი 2020 23:06
3
ვერც კრიშტიანოს ადგილს დაიკავებდა :)?
მერაბი
15 დეკემბერი 2020 03:30
2
კარგი ნაკრებია, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ხავის ნაცვლად, ზიდანი უფრო ლოგიკური იქნებოდა ამ შემადგენლობაში... ხოლო თავდასხმას რაც შეეხება, აბსოლიტური დრიმთიმია!
ვახო...
14 დეკემბერი 2020 22:28
5
ხავი დიდი ფეხბურთელი იყო და უდაოდ კრიშტიანუ გენიალური ფეხბურთელია, მაგრამ მათ მაინც მათ ნაცვლად კრუიფი და ზიდანი.
...
15 დეკემბერი 2020 01:49
4
ᲨესანიᲨნავი გუნდია, უბრალოდ ზიდანი აკლია ამ ნაკრებს !
Levan1
14 დეკემბერი 2020 22:37
2
არ ვეთანხმები, სად არის ევროპის 20 საუკუნის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი(კრუიფი)
ედუარდ შარაძე
15 დეკემბერი 2020 00:14
2
ამ ნაკრებში მხოლოდ სამ კაცს არა ყავს კონკურენტი თავისი შედეგების,პრინციპულ თამაშებში პირადი დამსახურებით და სტატისტიკიდან გამომდინარე.პელეს,მარადონას და კრიშტიანოს.დანარჩენს ყველას მოუძებნი თანაბარ შემცვლელს.
ასეა ეს
15 დეკემბერი 2020 00:26
17
პელესაც და მარადონასაც ზიდანით და რონალდინიოთი შევცვლიდი
მესის თუ შეცვლიდნენ მაშინ რონალდოს შევცვლიდი მესით :))
123
15 დეკემბერი 2020 01:24
4
იაშინიც უალტერნატივოა...
tngh
15 დეკემბერი 2020 10:06
2
სორე დი სტეფანო და კრუიფი?
შაკო
15 დეკემბერი 2020 00:07
1
გეთანხმები ზიდანი უნდა იყოს ის ევროპული ფეხბურთის თილისმაა და რონალდინიოც უნდა იყოს ხავი ძაან მაგარი ფეხბურთელი იყო მიღწევებითაც და თამაშის დონითაც მაგრამ რონალდინიოზე და ზიდანზე წინ ჩემი აზრია ის არ დგას თუნდაც მთავარი ფაქტორით ტექნიკით ის უფრო ინიესტას შეიძლება შეადარო ან ზეედორფს
გიო
14 დეკემბერი 2020 22:36
2
როგორ შეიძლება ზიდანი არ იყოს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში?
ზიზუ ზიზუ
15 დეკემბერი 2020 12:44
0
ვერაფერს იტყვი,ძალიან მიკერძოებული უნდა იყო,რომ რომელიმე ამოაგდო და სხვა ჩასვა,თუმცა,რა თქმა უნდა,როცა სიმბოლურში ვისი შედგენილიც არ უნდა იყოს ის ნაკრები,ვერ ხეგავ ზიდანს,კრუიფს,რ ო ნ ა ლ დ ი ნ ი ო ს(ჩემი აზრით ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარ "ტეხნარს"},რობერტო ბაჯოს,პლატინის,შმეიხელს,კასილიას,ნოიერს,ვან ბასტენს,კარლოსს,ალვეშს,ბარეზს და ა.შ სინანულის გრძნობა გიჩნდება.ფეხბურთი ამიტომაცაა დიადი,ის მართლაც ხელოვნებაა და უზომოდ დიდი მადლობა ყველა აქ ჩამოთვლილ ფეხბურთელს იმისათვის,რომ მათ ამხელა სიხარული (და სიგიჟე) გვაჩუქეს თავისი თამაშით.დიდი მადლობა ბორია პაიჭაძეს,მიშა მესხს,სლავა მეტრეველს,დათო ყიფიანს,ვიტალი დარასელიას,რამაზ შენგელიას,ვოვა გუცაევს,საშა ჩივაძეს და კიდევ ბევრ დიდ ქართველ ფეხბურთელს,რომლებმაც ქართველ ხალხს დიდი სიხარული გვაჩუქეს და შეგვაყვარეს ეს დიდი "სგიჟე",რომელსაც ფეხბურთი ქვია.
sake
15 დეკემბერი 2020 09:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული