მუმთაზი და იჰსანი მათემატიკის მასწავლებლები იყვნენ. ქორწილის შემდეგ მათ გადაწყვიტეს "ფენერის" ყველა საშინაო მატჩზე დასწრება. როგორც იჰსანმა განაცხადა:
" ერთხელ მატჩზე დასასწრებად შვილიშვილების მოტყუება მომიწია, ვითომდა არაფერი მაწუხებდა, რადგან მატჩზე წასვლის უფლებას არ მაძლევდნენ".
"ფენერბაჰჩეს" 18
2013 წლის დეკემბერში მუმთაზი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იჰსანმა საყვარელი კლუბი არ მიატოვა და კვლავ აგრძელებდა მატჩებზე სიარულს, მაგრამ ის მხიარული და ბედნიერი ღიმილი აღარ დაჰკრავდა, როგორიც მანამ, სანამ მისი ქმარი გვერდს უმშვენებდა.
"ფენერბაჰჩემ" მას მხარი დაუჭირა. ისინი შეხვდნენ იჰსანს, ყვავილები აჩუქეს და მუმთაზის გარდაცვალების შემდეგ, პირველივე მატჩში მოედანზე გაიყვანეს და ვოლკან დემირელს შეახვედრეს. ვოლკანი თურქული კლუბის მეკარე გახლდათ, რომელმაც ღირსეული სიტყვებით მიმართა ქალბატონს:
"თქვენ ახლა ჩვენს ხელში ხართ", ამ სიტყვების შემდეგ კი გულშემატკივარმა მხურვალე ოვაციები ატეხა.
"ბოლო წლებში იჰსანი ჯანმრთელობის გამო მოედანზე მისვლას ვეღარ ახერხებდა, მაგრამ თურქულ კლუბს ის არ ავიწყდებოდა. მაგალითად, ერთხელ ხელმძღვანელობა ახალი ფორმის საჩუქრად გადასაცემად ესტუმრა და ბებია ძალიან გაახარა" - განაცხადა მისმა შვილიშვილმა.
ამა წლის დეკემბერში იჰსანი გარდაიცვალა. კლუბი მის ამქვეყნიდან წასვლას ასე გამოეხმაურა:
"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ჩვენი საყვარელი იჰსანი გარდაიცვალა. ადამიანი, რომელმაც კლუბი ზამთარსა და ზაფხულში მარტო არ დატოვა. ჩვენ ვუსამძიმრებთ მის ქალიშვილს, სელმინ ოზამადს, მის ოჯახს, ახლობლებსა და ზოგადად, საზოგადოებას.
"ფენერბაჰჩეს" ოჯახი ორ დიდებულ ადამიანს, რომლებიც გულით ატარებდნენ კლუბის სიყვარულს, მუმბაზსა და იჰსანს, არასდროს დაივიწყებს".
მომზადებულია sports-ის მიხედვით
ყოჩაღ გიორგი!!