ლუკაშენკოს კრიტიკის შედეგი: ბელარუს ფეხბურთელს ჯარი ან ციხე ელოდება

AutoSharing Option
ბელარუსული "პრესბოლის" ინფორმაციით, მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი ილია შკურინი ბელარუსის 21-წლამდე და ეროვნული ნაკრების შემადგენლობიდან ამოწერეს და ავტომატურად ჩამოერთვა ჯარისათვის თავის არიდების უფლება.

მოგეხსენებათ, ილია შკურინმა ბელარუსმა დაწყებული პროტესტის შემდეგ განაცხადა, რომ სანამ ალეკსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტია, ეროვნულ ნაკრებში არასდროს ითამაშებდა.

ბელარუსში სავალდებულო სამხედრო სამსახური ყველა მამაკაცისთვის (ცხადია, გარკვეული გამონაკლისები არსებობ) არის განკუთვნილი, სპორტის ნებისმიერი სახეობის ნაკრებში ყოფნა კი პირს სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების უფლებას აძლევს.

ახლა, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო შკურინს არმიაში გამოიძახებს და თუ ილია მოწვევას არ დაეთანხმება, მას ციხე
ემუქრება.

შკურინი მოსკოვის ცსკა-ში ბრესტის "დინამოდან" 2020 წელს გადაბარდგა. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლით გამოიჩინა თავი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
და იქნებ ჯერ ჯარში წასვლაან ციხე უწევსა და მერე დაგმო ლუკაშენკო ??
george
15:36 17-12-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული