"მესი, ხავი და ყატარი 2022" - ანდრეს ინიესტა [PHOTO]

AutoSharing Option
ესპანელი ლეგენდა ანდრეს ინიესტა იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი "ბარსელონაში" დარჩება. ასევე  დარწმუნებულია, რომ ხავი "ბარსაში", როგორც მწვრთნელი, დაბრუნდება.


Sportall.Ge

"ვისელ კობეს" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა 36 წლის ასაკში მაღალ დონეზე თამაშს განაგრძობს. ესპანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ახლა ყველაფერი კარგად მიდის და იმედი აქვს, ასეც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ინიესტა იაპონური კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს.

ესპანელმა ნახევარმცველმა Al Kaas sports programme Daifa-სთან სტუმრობის დროს "ბარსელონასა" და მესიზე ისაუბრა. ასევე, თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ხავი ერნანდესის კატალონიური კლუბის გაწვრთნაზე კომენტარი გააკეთა.

ინიესტაზე
ყატარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

"სანამ ჩემს კლუბთან ერთად ყატარში AFC-ის ჩემპიონთა ლიგისთვის ჩამოვიდოდი, ჩემს ყოფილ თანაგუნდელს, ხავის ვესაუბრე, რომელიც ახლა "ალ სადის" მთავარი მწვრთნელია. მან მითხრა, რომ ყატარში ყველაფერი იდეალურადაა ორგანიზებული და მინდა მივულოცო ორგანიზატორებს ეს წარმატება, რადგან ისინი განსაკუთრებულ სამუშაოს აკეთებენ. ვინაიდან დღეს უჩვეულო მდგომარეობაში ვართ, მათ სასტუმროებსა და მოედნებზე ჩვენივე უსაფრთხოება იდეალურად დაიცვეს.
"ვისელ კობეში" თავს იდეალურად ვგრძნობ. უკვე 36 წლის ვარ და ნამდვილად არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ დღეს იაპონიაში ბედნიერი ვარ.
როგორც მოგახსენეთ, მე და ხავიმ ჩემ შესაძლო ყატარში თამაშზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მან დაზუსტებით იცის, რომ მე იაპონიაში თავს იდეალურად ვგრძნობ. მომავლისთვის კი ვერაფერს გეტყვით. ახლა მინდა გავაგრძელო აქ თამაში, ხოლო როდესაც ჩემი ფეხბურთიდან წასვლის დრო დადგება, შემდეგ ყველაფერი შეიცვლება.

Sportall.Ge

ერთ დღეს ხავი "ბარსელონაში" აუცილებლად დაბრუნდება

ერთ დღეს ხავი და "ბარსელონა" კვლავ გაერთიანდებიან. ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება. ესპანელი ფლობს იმას, რაც დღეს კატალონიურ გრანდს სჭირდება და თუ ეს ახდება, მჯერა, დიდებული დღეები კვლავ დაბრუნდება. იმედია, ჩემი მოსაზრება გამართლდება, რადგან დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერებში" არცთუ ისე კარგი სიტუაციაა.

მინდა დავამატო, რომ "ბარსელონა", მიუხედავად მდგომარეობისა, ყოველთვის ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა და ეს ახლაც ასეა. ეს დრო ჩემ იქ ყოფნის პერიოდშიც გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოოდ უმაღლეს მწვერვალს მივაღწიეთ" - განაცხადა ინიესტამ.

 

Sportall.Ge

 

ლეგენდამ ასევე მოახლოებულ არჩევნებსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა:

"კლუბის წევრები ხმას მას მისცემენ, ვინც კლუბისთვის საუკეთესო იქნება. ისევე, როგორც ყველა გულშემატკივარს, მეც მინდა გუნდი თავის შესაფერის სიმაღლეზე დაბრუნდეს.

რაც შეეხება "ყატარი 2022"-ს, მოედნები, სადაც ჩვენ ვითამაშეთ, იდეალურია და მზადაა, მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ღონისძიება ისეთივე შესანიშნავი იქნება, როგორი ამინდიც ახლაა დოჰაში.

ძალიან მინდა, ყატარიდან თასი ესპანეთმა წაიღოს და დარწმუნებული ვარ, რთულ კონკურენციაში ისინი ამას მოახერხებენ".

მომზადებულია as-ის მიხედვით

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული