პუტინმა ძიუბას სექსუალურ ვიდეოზე სახალხოდ იმსჯელა

AutoSharing Option
"ზენიტისა" და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელ არტიომ ძიუბას გასულ თვეში სექსუალური ხასიათის ვიდეო გაუვრცელეს და ამ სკანდალის გამო გუნდის კაპიტნობა ჩამოართვეს. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტრადიციული ყოველწლიური პრესკონფერენცია ჩაატარა და ნავალნის მოწამვლაზე, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, დნესტრისპირეთის საკითხზე, ბელარუსში სიტუაციასა და ხაბაროვსკში ჩატარებულ მიტინგზე ისაუბრა. პუტინს სპორტულ საკითხზე ერთადერთი კითხვა ყოფილმა მძლეოსანმა, ამჟამად Матч ТВ-ის კომენტატორმა ოლგა ბოგოსლავსკაიამ დაუსვა - თუ რას ფიქრობს ძიუბას ვიდეოზე, რომელმაც საზოგადეობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და მსგავსი რამ უნდა გავრცელდეს თუ
არა ინტერნეტში?

"პასუხი ცხადია - არ უნდა გავრცელდეს. ჰმ-ჰმ. დაე, მან თავისი საქმე თავად გაარკვიოს, თავისი კავშირები, პირადი საქმეები. თუმცა პირად ცხოვრებაში ჩარევა ნორმალურ საზოგადოებაში მიუღებელია.

სამწუხაროდ, ეს ყოველთვის იქნება. საჯარო პირებისთვისაც. ის კი, რაც უნდა იყოს, საჯარო პირია და ეს გარდაუვალი გახლდათ. ეს მისთვის და სხვებისთვისაც, რომლებიც საჯარო ცხოვრებით ცხოვრობენ, კარგი გაკვეთილია. გაითვალისწინეთ.

ეს პირველი. მეორე - მხედველობაში მიიღეთ, რომ არსებობს საერთო წესები. ისინი გასათვალისწინებელია. ჰმ, ეს უნდა აისახებოდეს თუ არა პროფესიონალურ მოღვაწეობაზე? რა თქმა უნდა - არა. რა თქმა უნდა - არა.

ამასთან დაკავშირებით მე... ამასთან დაკავშირებით არა... არის ერთი რამ... თქვენ კი უყურეთ ვიდეოს?".

ჟურნალისტი პუტინს გამოუტყდა, რომ კი უყურა, მაგრამ მთლად ბოლომდე არა, თუმცა კადრების მიხედვით ყველაფერი გასაგები იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული