ბუნებისგან ბოძებული დაცვის ნიჭი - ალესანდრო ნესტა [PHOTO+VIDEO]

AutoSharing Option
ალესანდრო ნესტა, იტალიელი, რომელიც ბუნებამ უდიდესი ნიჭით დააჯილდოვა. 

მის შემდეგ ევროპული კლუბების მცველები მის მიერ დამყარებულ სტანდარტებთან მიახლოებას ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, იყვნენ გამორჩეულები, მაგრამ ალესანდროს დონემდე ვერ ადიოდნენ. 

მისი კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. საკმაოდ სწრაფი და ბურთთან იდეალურად შეხმატკბილებული ფეხბურთელი, რომელმაც თამაში ნახევარმცველად დაიწყო, თუმცა მისი მონდომება, ელეგანტურობა და აკურატულობა იყო მიზეზი იმისა, რომ ნესტა გუნდის დამცველი გამხდარიყო. 

Sportall.Ge

ალესანდრო ნესტა და "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი







მისი ხიბლი არ იყო მხოლოდ მცველის ტექნიკა, ამას ემატებოდა ტექნიკური და ტაქტიკური სრულყოფილება.
სწორედ ამან აიძულა ხანში შესული ერიკსონი, 1997 წელს კაპიტნის სამკლავური მისთვის გადაელოცა. 

გუნდი შესანიშნავად ასპარეზობდა. გასული დეკადების განმავლობაში უტიტულო კლუბმა შეძლო და 1998 წელს, ნესტას ლიდერობით იტალიის თასი მოიგო.

Sportall.Ge

1998 წელი, "ლაციო" კოპა იტალიის გამარჯვებულია


იმ დროის გამორჩეული ფეხბურთელები თადარიგს იჭერდნენ, როცა მათ ნესტა იყვანდა; მათ შორის, დიეგო სიმეონეს, ვერონს, ნედვედსა და ასე შემდეგ.

კლუბმა უმაღლეს დონეზე თამაში განაგრძო და 1999 წელს სერია A-ს ვიცე-ჩემპიონებიც გახდნენ. აღსანიშნავია, რომ რომაელები ლიდერს 1 ქულით ჩამორჩნენ, მაგრამ მომდევნო წელს დამსახურებული ჩემპიონობაც იზეიმეს. 

ნესტას დიდებულად შერაცხვას იტალიის ჩემპიონობა აკლდა და როგორც აღვნიშნე, 2000 წელს "ლაციომ" სკუდეტო მოიგო. ამის შემდეგ უკვე იტალიელი ფეხბურთელი დიდებული მცველების რიგებში შევიდა. ალესანდროს კლუბმა 72 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "იუვენტუსს" 1 ქულით გადაასწრო. 

Sportall.Ge

ალესანდრო ნესტა, 2000 წელი

ნესტა თავის პოზიციაზე უკონკურენტო გახლდათ. ამ დროს მეორე, ასევე იტალიელი მცველი, ფაბიო კანავარო ბრწყინავდა და ხშირად კამათობდნენ, თუ რომელი სჯობდა. 

ნესტამ "ლაციოს" შემადგენლობაში 9 წელი ითამაშა (1993-2002), შემდეგ კი უკვე ფეხბურთელი "მილანში" გადავიდა და დაიწყო კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგება. ამას ემატება  წარმატებული თამაში ეროვნულ ნაკრებში. 


მცველის ხელოვნება - ნესტას გამორჩეული მომენტები

მისი მონდომება, მისი სრულყოფილება, ენერგიულობა და სიზუსტე მოწინააღმდეგის
ფეხბურთელებს დიდ პრობლემას უქმნიდა. "მილანის" რიგებში მცველმა 224 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანაც მოახერხა.


"კამპ ნოუ", ნესტას შესანიშნავი ვარდნა მესის წინააღმდეგ

საბოლოოდ, 2012-13 წლებში ფეხბურთელმა კარიერა ჯერ "მონრეალში", ხოლო შემდეგ "ჩენაინიში" განაგრძო. 2014 წელს დიდებულმა მცველმა ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა. 

რთულია დაასახელო მისი სტილის ფეხბურთელი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს ასე სრულყოფილად აჩერებს. 

იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც თავისი დიდებულებით მოწინააღმდეგეს შანსს არ აძლევდა. 

მომზადებულია 90min-ის მიხედვით

altდაწუნებული ბრაზილიელი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდა [VIDEO]

altუმაღლეს დონეზე მხოლოდ 5 წელი ითამაშა, თუმცა მსოფლიოს დაპყრობა მოასწრო!

 






მკითხველის კომენტარები / 3 /
ნესტა, მართლაც, რომ გამორჩეული და უმაღლესი დონის ცენტალური მცველი იყო... კანავაროსაგან და მალდინისაგან განსხვავებით, ის გაცილებით უფრო ინტილიგენტური და დახვეწილი მცველი იყო. უძლიერესი იყო, როგორც ერთიერთში თამაშისას, ასევე პერსონალურადაც... ერთდერთი ვისი გაჩერებაც მას ძალიან უჭირდა, ეს იყო ბრაზილიელი "ფენომენი" რონალდო, ხოლო დანარჩენებს, თითქოს არც კი იმჩნევდა მინდორზე...
ვახო...
17:22 24-01-2021
0
მადლობა, კარგი სტატიაა
ილო
15:42 24-01-2021
0

სიახლეები პოპულარული