კიდევ ერთმა "მეშახტემ" აწაპნა დინამოელს გოგონა

AutoSharing Option
მეგობრობა გზად და ხიდად

ზაფხულში დონეცკის "შახტარის" მცველმა ვალერი ბონდარმა კიევის "დინამოს" თავდამსხმელ ვლადისლავ სუპრიაგას ყოფილ მეგობარ გოგონასთან, დაშა სავინასთან გააბა რომანი. ახლა კი დაახლოებით იგივე გაიმეორა დონბასური გუნდის მეორე მცველმა ეფიმ კონოპლიამ, რომელიც ამჟამად "დესნაშია" განათხოვრებული.

Sportall.Ge

კონოპლია დომინიკელთა რესპუბლიკაში თავის ახალ მეგობარ გოგონასთან, ანასტასიასთან ერთად გაემგზავრა დასასვენებლად და სურათები "ინსტაგრამზეც" გამოფინა, - იტყობინება isport.ua. გამოცემის მტკიცებით, ანასტასია ადრე კიევის "დინამოს" ფეხბურთელთან, დენის პოპოვთან მეგობრობდა.

თავად კონოპლია კი ახლახან დაშორდა ძიუდოისტ დარია ბელოლედს.

აღსანიშნავია, რომ ბონდარი, სუპრიაგა, კონოპლია და პოპოვი
უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში გასულ წელს გიორგი წიტაიშვილთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს გოგოები მალე სიგარეტის მოწევასაც დაიწყებენ
მეგრელი
02:44 23-12-2020
0
ამაში მაინც ივარგე კლიმენტიჩ და ორივე გოგო უკან წამოწაბნე დონბასელებს.DDDDDDDDDDDDDDDDD
4

სიახლეები პოპულარული