"ბარსელონას" კაპიტანმა, 6 "ოქროს ბურთის" მფლობელმა ლიონელ მესიმ La Sexta-სთან საუბარში კარიერაში საუკეთესო 2 მწვრთნელი დაასახელა.
"გვარდიოლაში არის რაღაც განსაკუთრებული. პეპი საგნების სულ სხვანაირად დაგანახებს. საოცარი სანახავი იყო, როგორ ემზადებოდა მატჩებისთვის, დაცვისთვის, შეტევისთვის...
ძალიან მაბედნიერებდა ლუის ენრიკესა და ხოსეპ გვარდილასთან ერთად მუშაობა, ეს ორნი მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები არიან,"- განაცხადა ლეომ.