AS-ის ცნობით, საშობაოდ ბრაზილიაში ჩასულმა ნეიმარმა მასშტაბური მოლხენა გადაწყვიტა და საკუთარ, 10 მილიონ დოლარად ნაყიდ სახლში, რომელიც რიო დე ჟანეიროს შტატის დასახლება მანგარატიბაში მდებარეობს, 5-დღიანი წვეულება გამართა, რომელიც 26 დეკემბერს დაიწყო და ახალი წლის წინა დღეს დასრულდება.
ახლა იქ დიდი გუგუნი მიდის. ვარსკვლავურ ფეხბურთელს 500 სტუმარი ჰყავს დაპატიჟებული, რომელთა ნაწილი ნეის კუთვნილ სასტუმრო სახლში, ნაწილი კი გვერდით მდებარე სასტუმროში მოთავსდება, რომელიც მან დაიქირავა
ნეიმარის სახლიო კი ვთქვით, მაგრამ სინამდვილეში ეს მთელი კომპლექსია, რომელშიც გარდა საცხოვრებელი ფართებისა, არის საცურაო აუზები, ჩოგბურთის
კორტები, სპორტული მოედნები და სხვა გასართობები.
ახლა იქ დიდი გუგუნი მიდის. ვარსკვლავურ ფეხბურთელს 500 სტუმარი ჰყავს დაპატიჟებული, რომელთა ნაწილი ნეის კუთვნილ სასტუმრო სახლში, ნაწილი კი გვერდით მდებარე სასტუმროში მოთავსდება, რომელიც მან დაიქირავა
ნეიმარის სახლიო კი ვთქვით, მაგრამ სინამდვილეში ეს მთელი კომპლექსია, რომელშიც გარდა საცხოვრებელი ფართებისა, არის საცურაო აუზები, ჩოგბურთის
წვეულების მთავარი არენა დიდი სახლის უზარმაზარ სარდაფში მოწყობილი დისკოთეკაა, ზუსტად ისეთი, როგორიც ბარსელონაში, ცნობილ პლაჟ ბარსელონატაზეა. დისკოთეკის გარდა საცეკვაო მოედნისა, აქვს სცენა, დიჯეის ვერანდა, რამდენიმე ბარი, აზარტული და ვიდეოთამაშების ოთახები. მიწვეულ სტუმართა ვინაობა გასაიდუმლოებულია. სტუმრებს აკრძალული აქვთ მობილური ტელეფონების გამოყენება, რათა არ გაჟონოს ინფორმაციამ თუ რა ხდება ამ წვეულებაზე.
ნეიმარის დროსტარებამ ბრაზილიის გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია, პანდემიის დროს რა დროს ასეთი თავყრილობების მოწყობააო.
ნეიმარის დროსტარებამ ბრაზილიის გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია, პანდემიის დროს რა დროს ასეთი თავყრილობების მოწყობააო.