"გენტი" იარემჩუკის შემცვლელისა და გარემარბების შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "გენტი" ცენტრალური თავდამსხმელისა და გარემარბების შეძენას აპირებს, - იტყობინება Het Nieuwsblad-ი.

გამოცემა ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი რომან იარემჩუკი გუნდს დატოვებს და მის შემცვლელს ეძებენ. იარემჩუკის სამსახურით "რომაა" დაინტერესებული და მზადაა 12 მილიონ ევროდ შეიძინოს.

ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში უკრაინელი ფორვარდი გააძევეს და 10 იანვარს "ბეერსხოტთან" გასვლით მატჩს გამოტოვებს. voetbalnieuws-ის ცნობით კი, ის "გენტში" აღარ ითამაშებს.

იარემჩუკმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გა
დაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, "გენტის" ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, რომელიც ტრავმირებულია და სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყებს თამაშს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული