sport.ua-ს ცნობით, გორის "დილას" 25 წლის უკრაინელი თავდამსხმელის, მიკოლა კოვტალიუკის სამსახურით "ზორია" დაინტერესდა.
გამოცემის მტკიცებით, კოვტალიუკი 31 დეკემბერს თავისუფალი აგენტი გახდა და მას ლუგანსკურმა კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით.
მიკოლას აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე კლუბი იწვევს. ის გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ბომბარდირი და საუკეთესო ლეგიონერი გახდა.