უკრაინელი მეკარე: ავიწყვიტე და საქართველოში წავედი - იქ კი "კასილიასები" და "ვან დერ სარები" სჭირდებათ

AutoSharing Option
32 წლის უკრაინელი მეკარე მაქსიმ კუჩინსკი 2019 წლის მეორე წრეში ბათუმის "დინამოში" იმყოფებოდა, შემდეგ ლიეტუვის "ტუკუმსში" გადაბარგდა, ახლა კი უკრაინის მეორე ლიგის (რანგით მესამე დივიზიონის ერთ-ერთ ზონაში) "ჩერკაშინაში" ასპარეზობს. "ua-football"-თან მან საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"ერთმა ადამიანმა დამირეკა, რომლის გვარსაც არ დავასახელებ. ოქროს მთებს დამპირდა და ა.შ. ავიწყვიტე, "კარპატისთან" კონტრაქტი არ გავაგრძელე და საქართველოში წავედი, იქ კი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც იმ ადამიანმა მითხრა. იქ არავინ მელოდა. ხელშეკრულების გასაფორმებლად სინჯების გარეშე მივდიოდი, მე კი მითხრეს, რომ მევარჯიშა.

3-4 დღე ვივარჯიშე და რაღაც კონკრეტიკა მინდოდა. 5 თვით დარჩენა შემომთავაზეს, რათა ფორმაში ჩავმდგარიყავი და შემდეგ დამაკვირდებოდნენ. ფული ბევრი ჩამომაჭრეს და პრინციპში გამოსავალი არ მქონდა, მესმოდა - უკრაინაში პირველ ან მეორე ლიგაში დაბრუნება მომიწევდა. საქართველოში დავრჩი. იქ თითქმის ნახევარი წელი ვიყავი. ყველაფერი მომეწონა, მართლაც ლამაზი ქვეყანაა. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც კი ვყოფილვარ.

რატომ არ დავრჩი დიდი ხნით? ინტერნეტში ნახეთ. იქ 5 თვე დავყავი და თამაშის საშუალება არ მომცეს. იქ 8 თვე "ზორიას" ყოფილი გოლკიპერი ლევჩენკო იყო. კიდევ მეკარეს ეძებენ. "კასილიასების" და "ვან დერ სარების" გამოძახება სჭირდებათ და მწვრთნელს შეიძლება მაინც ვერ მოაწონო თავი.

მაგალითად, ცაცია მცველს ეძებდნენ. უკრაინის პრემიერლიგაში ასეთი მინიმუმ ორი ვიცი, კარგი. მე მეუბნებიან, ისინი არ გვაწყობსო. მე კი ვპასუხობ: "მაშინ "ბარსელონაში" ან "რეალში" დარეკეთ. შეიძლება იქ იპოვოთ. მთელ ბათუმის "დინამოს" გაყიდით და ერთ იქაურ ფეხბურთელს შეიძენთ".


მკითხველის კომენტარები / 7 /
იმედია ეს მეკარე ყენოს არ აბრალებს ამ ყველაფერს!
Komagi
02:46 10-01-2021
0
დაახლოებით 20 ჯერ ექნება მინიმუნ გეგუჩაძეს უცხოური გუნდი გაგდებული საკვალიფიკაციოდან , თელავივის გუნდს რომ ვერ გააგდებდა არ უნდა ყოფილიყო თქვენთვის წესით მოულოდნელი პრაფესორებო ... რას ერჩით ამ კაცს აცალეთ აცალეთ , წელს თუ ვერაფერი ქნა განსაკუთრებული მერე გაუშვან ... სხვათაშორის იმ ებრაელებთან მატჩშიც არ გამოვიყურებოდით ცუდად ... პროსტა ცენტრიდან გავუშვით 2 გოლი და გეგუჩაძეს დაებლოკა თუ რა ექნა ? ამიტომ სანამ იპრაფესორებთ ცოტა დაფიქრდით ...
bejo
00:54 10-01-2021
2

სიახლეები პოპულარული