რატომ სჯობს კრიშტიანო მესის - იოზილის მარტივი პასუხი

AutoSharing Option
სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასასვლელად გამზადებულმა, თუმცა ჯერ კიდევ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ფანის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც მესისა და რონალდოს შორის საუკეთესოს არჩევა სთხოვა.

"ლეო მესიმ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც ესპანეთში უთამაშია.

რონალდო კი ყოველთვის საუკეთესო იყო, ყველა ქვეყანასა და კლუბში, სადაც კი ითამაშა." - დაწერა იოზილმა.

ცნობილი ამბავია, რომ რონალდო ძალიან განაწყენდა, როცა ფლორენტინომ იოზილი "არსენალში" გაუშვა. პორტუგალიელი თვლიდა, რომ მესუთი მისი საუკეთესო მეპასე იყო და ყველაზე უკეთ ესმოდა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
მესისტებს როგორც გინდათ ისე ნუ გესმით ეს ნიშნავს რომ თუ საუკეთესო ხარ კლუბშიც ნაკრებშიც და ყველა ჩემპიონატში საუკეთესო უნდა იყო და არა მარტო ბარსელონაში სადაც მთლიან გუნდს შენზე ააწყობენ ეს ფაქტია რონალდო თბილისის დინამოშიც საუკეთესო იქნება ბარსელონაშიც და წნორის მილანშიც
გიო
18:56 12-01-2021
24
შეადარეთ მესის და რონალდოს გოლები და მიხვდებით ვინაა უფრო დიდი ტალანტი და ფენომენი! ვერასოდეს ვერ გაიტანს ისეთ გოლებს რონალდუ, რადგან ამას მარტო შრომა არ შველის, ცოტა სხვა რაღაც უნდა, რაც არ ისწავლება არც ვარჯიშით და არც თავდადებით!!!
ბაიერნი
20:22 12-01-2021
34

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული