ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-16 ტურში გამოსარჩევი ფაქტი მოხდა - ამსტერდამის "აიაქსის" 37 წლის ფორვარდმა კლას იან ჰუნტელაარმა ჩემპიონატის ისტორიაში შესვლა მოახერხა.
"ტვენტესთან" გასვლითი შეხვედრის 89-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო, როცა ჰუნტელაარი მოედანზე გამოვიდა. გამოსვლიდან 1 წუთი არ იყო გასული, პირველივე შეხებით გოლი რომ გაიტანა და დედაქალაქელები დააწინაურა. ასევე, 1 წუთი არ იყო გასული პირველი გოლის შემდეგ, როცა უკვე მეკარეს თავზე ლამაზად გადაუგდო ბურთი და დუბლიც შეასრულა.
37 წლის ფორვარდი ერედივიზიონის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე 89+ წუთზე გამოვიდა და დუბლი შეასრულა. მიმდინარე გათამაშებაში ჰუნტელაარს 7 გოლი აქვს გატანილი, მინდორზე კი მხოლოდ 386 წუთი გაატარა.
დღეს, 15 იანვარს, გავრცელდა ცნობა, რომ ნიდერლანდელი ფორვარდით ყოფილი კლუბი, "შალკეა" დაინტერესებული და ასაკის მიუხედავად, ზაფხულში მასთან 1-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.