"არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი "ფენერბახჩესთან" ხელშეკრულების გასაფორმებლად სტამბულში ჩავიდა.
"ჩვენმა კლუბმა ტრანსფერის განსახორციელებლად იოზილი სტამბულში" ჩამოიყვანა", - წერს "ფენერბახჩე" "ტვიტერზე".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა და "არსენალმა" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მესუთი "მეთოფეებში" 2013 წლის ზაფხულში გადავიდა, გასული წლის მარტის შემდეგ არ უთამაშია, მისი ყოველკვირეული ხელფასი კი თითქმის 395 ათასი ევრო იყო.