ედენ აზარი "ფენერბახჩეში" იოზილთან ერთად ითამაშებს?

AutoSharing Option
გუშინ სტამბულში "ფენერბახჩესთან" კონტრაქტის გასაფორმებლად "არსენალის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მესუთ იოზილი ჩავიდა და თურქულმა კლუბმა ახლა "რეალიდან" ედენ აზარის გადაყვანაც მოისურვა.

Ajanssport-ი ირწმუნება, რომ "ფენერი" მალე "რეალს" ოფიციალურად მიმართავს და აზარის სეზონის ბოლომდე იჯარით გადაყვანას შეეცდება, თუმცა გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ ჩანაფიქრის განხორციელება ძალიან გაუჭირდება.

აზარი "ბლანკოსში" 2019 წელს "ჩელსიდან" გადავიდა და სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო დღემდე თავის წარმოჩენა ვერაფრით ვერ მოახერხა. 30 წლის ბელგიელმა ამ სეზონში ლა ლიგის 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული