ფილ ნევილი ბექჰემის მაიამის "ინტერის" მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" საიტი გუნდის მწვრთნელად ფილ ნევილის დანიშვნას იტყობინება.

აქამდე ფილ ნევილი ინგლისის ქალთა ნაკრების მწვრთნელი იყო და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან ხელშეკრულება აშშ-ში სამუშაოს დასაწყებად გაწყვიტა.

ის ადრე "მანჩესტერისა" და "ვალენსიას" მწვრთნელის ასისტენტი იყო და მთავარ მწვრთნელად ჩემპიონშიპის "შეფილდ უენსდეი" იწვევდა.

"ინტერის" თანამფლობელი "მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული