მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა! "ბაიერნი" გამარჯვებულის მოლოდინშია

AutoSharing Option
გუშინ საკლუბო ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ბაიერნი" ყატარულ "ალ დაჰაილსა" და ეგვიპტურ "ალ აჰლის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

მექსიკური "ტიგრესისა" და სამხრეთკორეული "ულსან ჰიუნდაის" წყვილში უკეთესი ლიბერტადორესის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

ლიბერტადორესის ფინალში "სანტოსი" "პალმეირასს" დაუპირისპირდება, გამარჯვებული კი ზემოხსენებულ ტურნირში ჩაერთვება. 

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 1-ელ თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული