5 საუკეთესო შეხვედრა, რომელიც დღეს (23 იანვარს)გაიმართება [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს ევროპის მასშტაბით საფეხბურთო მატჩები გაიმართება.

5 საუკეთესო მატჩი კი შემდეგნაირია:

1. "მილანი" - "ატალანტა"

Sportall.Ge

"როსონერი" შესანიშნავ ფორმაშია და ნანატრი სკუდეტოსკენ მიიწევს, მილანელები სერია A-ს 43 ქულით ლიდერობენ, რაც შეეხება "ატალანტას", ისინი 33 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა. ეს გუნდები ერთმანეთს 18-ჯერ შეხვდნენ, 6-ჯერ "მილანმა", 6-ჯერ "ატალანტამ" და ამდენჯერვე მატჩი ფრედ დასრულდა.

რაც შეეხებათ მთავარ მწვრთნელების ურთიერთდაპირისპირებას, 18 შეხვედრაში 7-ჯერ გამარჯვებული "მილანის" თავკაცი, სტეფანო პიოლი გამოვიდა, 6-ჯერ კი პიერო გასპერინი, რომელიც სათავეში "ატალანტას" უდგას. 5
შეხვედრა შეხვედრა გამარჯვებულის გარეშე დასრულდა.

რაც შეეხება დანაკლისს, "როსონერი" ამ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. მილანელებს ალესიო რომანიოლი, ალექს საელმაეკერსი, ისამილ ბენასერი, მატეო გაბია გამოაკლდებათ, საეჭვოა ჰაკან ჩალჰანოღლუს თამაშიც.

"ატალანტას" თავის მხრივ მარიო პალასიჩი არ ეყოლება.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


2. "ლევერკუზენი" - "ვოლსფურგი"

Sportall.Ge

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა "ბაი არენაზე" გაიმართება. ერთმანეთს ადგილობრივი "ლევერკუზენი" და "ვოლსბურგი" შეხვდებიან.
"ლევერკუზენი" 17 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება "ვოლსბურგს", მათ ამდენივე ნათამაშებ მატჩში 29 ქულის მოპოვება შეძლეს და მე-6 ადგილი დაიმსახურეს. თუმცა დღეს გამარჯვების შემთხვევაში სტუმრები მე-4 ადგილზე გადაინაცვლებენ.
ეს გუნდები ერთმანეთს 19-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 9-ჯერ "ვოლსბურგმა" იმარჯვა, 6-ჯერ "ლევერკუზენმა, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.
ამ გუნდების მთავარი მწვრთნელები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ. მათმა გუნდებმა თითო-თითო შეხვედრა მოიგეს, 1-იც გამარჯვებულის გარეშე დასრულდა.
"ლევერკუზენი" დღევანდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს სანტიაგო არიასის, სვენ ბენდერის, მიტჩელ ვაისერისა და პაულინიოს გარეშე მოუწევთ თამაში. საეჭვოა კარიმ ბელარაბისა და პალასიოს თამაშიც.
რაც შეეხება "ვოლსბურგს", მათ ჟერომ როუსილონი და ჟეფრი ბრუმა გამოაკლდებათ.
მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება


3. "მონაკო" - "მარსელი"

Sportall.Ge

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის საუკეთესო შეხვედრა "მონაკოსა" და "მარსელს" შორის გაიმართება.
"მონაკო" 20 ტურის შემდეგ, 36 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, რაც შეეხება "მარსელს", ისინი 32 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ სტუმარ გუნდს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ეს გუნდები ერთმანეთს 19-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 9-ჯერ "მონაკომ", ხოლო 5-ჯერ "მარსელმა" მოიგო. 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება მთავარი მწვრთნელების დაპირისპირებას ნიკო კოვაჩი ("მონაკო") და ანდრე ვილაშ ბოაში ("მარსელი") ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ და გამარჯვებული ვილაშ ბოაში გამოდგა.
"მონაკოს" ცესკ ფაბრეგასი და ჟელსონ მარტინსი გამოაკლდება.
"მარსელს" ჟორდან ამავი, ბუბაქარ კამარა და ლუის ენრიკე არ ეყოლება. ვალენტინ რონგიერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
4. "რეალ სოსიედადი" - "რეალ ბეტისი"

Sportall.Ge

ამ სეზონში ორივე გუნდი ესპანეთის ლა ლიგაში კარგად ასპარეზობს. 19 ტურის შემდეგ "სოსიედადი" 30 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო "ბეტისი" 26 ქულით - მე-8-ზე.
ეს გუნდები ერთმანეთს 18-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 8 მატჩი "სოსიედადმა" მოიგო, 4 კი - "ბეტისმა". 6 თამაში ფრედ დასრულდა.
ამ გუნდების მთავარი მწვრთნელები ბარენტექსეა ("სოსიედადი") და პელეგრინი ("ბეტისი") ერთმანეთს ერთჯერ შეხვდნენ, გამარჯვებული კი "სოსიედადის" ამჟამინდელი თავკაცი გამოდგა.
დღევანდელ მატჩს ორივე კლუბი საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ლუკა სანგალი, დავიდ სილვა, აიჯენ მუნეზი, ანხელ მოია და ადნან იანუზაი გამოაკლდებათ.
"ბეტისს" თავის მხრივ ვიკტორ კამარასა, დანი მარტინი და კლაუდიო ბრავო არ ეყოლება. ვილიან კარვალიოს, გუიდო როდრიგესის, მარკ ბარტრასა და აიტორ რუიბელის თამაში კითხვისნიშნის ქვეშაა.
მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება
5. "ვიტესი" - "გრონინგენი"

Sportall.Ge
ამ სეზონში ორივე კლუბი ჰოლანდიის ერედივიზიონში წარმატებით ასპარეზობს. "ვიტესი" 17 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება "გრონინგენს", ამდენივე ნათამაშებ მატჩში 31 ქულა დააგროვეს და მე-6 ადგილს იკავებენ.
ეს გუნდები ერთმანეთს 19-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 9 გამარჯვება "გრონინგენმა" მოიპოვა, 6 თამაში "ვიტესმა" მოიგო, ხოლო 4-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელებს ტომას ლეტშსა ("ვიტესი") და დანი ბუიჟს ("გრონინგენი") შორის გამართული ერთადერთი მატჩი ფრედ დასრულდა.
მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.


სტატისტიკა მოპოვებულია sofascore-ს გვერდიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული