წიტაიშვილმა "ვორსკლაში" სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილის "ვორსკლა" თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ საკონტროლო მატჩში კოსოვოს "ბალკანთან" 1:2 დამარცხდა. კიევის "დინამოდან" პოლტავურ გუნდში განათხოვრებულმა ნახევარმცველმა სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა, შესვენების შემდეგ შეცვალეს და კლუბის საიტს შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"გუნდის თამაშის გასაგებად კიდევ ცოტა დრო და ფორმაში შესვლა მჭირდება. ჯერ შემიძლია გითხრათ, მოხარული ვარ, რომ თუნდაც 45 წუთი ვითამაშე. ჯერ სრულად მზად არ ვარ, თუმცა დღეს თავი ურიგოდ არ წარმომიჩენია. ვთვლი, რომ ეს უკვე კარგი პროგრესია".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამაზე დაწერას გოგიაზე მაინც დაწერეთ ალავესის მეორე გუნდში სტაბილურად თამაშობს და გოლსაც იტანს
Nick
11:05 26-01-2021
1
უკრაინის ნაკრების სხვა ფეხბურთელებზეც რომ მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია, არ იქნება ურიგო )))
რომელუ
10:46 26-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული