სათამაშო დღის 5 საუკეთესო შეხვედრა [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 27 იანვარს, ევროპის მასშტაბით ადგილობრივი ჩემპიონატისა და თასის შეხვედრები გაიმართება.

1. "ევერტონი" - "ლესტერი"

Sportall.Ge

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა მერსისაიდში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ევერტონი" "ლესტერს" დაუპირისპირდება.
ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, განსაკუთრებით, "მელიები". 17 თამაშის შემდეგ "ევერტონი" ინგლისის პრემიერლიგაში 32 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის შეგირდებს 2 შეხვედრა მარაგში აქვთ.
რაც შეეხება "ლესტერს", 19 თამაშის შემდეგ 38 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 3 ქულით ჩამორჩება.
ეს გუნდები ერთმანეთს 18-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 8 გამარჯვება "ლესტერს"
დარჩა, 7 - "ევერტონს", 3 კი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ "ევერტონის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი 4/4-ჯერ დაამარცხა.
მატჩი თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.
2. "ატალანტა" - "ლაციო"

Sportall.Ge

დღეს, 27 იანვარს, "ატალანტა" "ლაციოს" უმასპინძლებს. სუპერიტალიური დაპირისპირება ქვეყნის თასის ნახევარფინალისტს გაარკვევს.
უშუალოდ იტალიის სერია A-ში ორივე გუნდი კარგად გამოიყურება. "ატალანტა" 19 თამაშის შემდეგ 36 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ლაციოს", რომაელებმა ამდენივე ჩატარებულ მატჩში 34 ქულა დააგროვეს, რითაც ამ მომენტისთვის მე-7 ადგილი დაისაკუთრეს.
ეს გუნდები ერთმანეთს 16-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 7 გამარჯვება ბერგამოელებმა იზეიმეს. "ლაციოს" ანგარიშზე 5 გამარჯვებაა, 4 მატჩიც ფრედ დასრულდა.
რაც შეეხებათ გუნდების მთავარ მწვრთნელებს, 10 შეხვედრიდან "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ სიმეონე ინძაგის დამარცხება 4-ჯერ შეძლო. თავის მხრივ, ინძაგიმ ეს 3-ჯერ მოახერხა, ხოლო 3 მატჩიც ფრედ დასრულდა.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
3. "ალკმაარი" - "უტრეხტი"

Sportall.Ge

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-19 ტურში ერთმანეთს "ალკმაარი" და "უტრეხტი" დაუპირისპირდებიან. 18 ტურის შემდეგ მასპინძლები ერედივიზიონში 37 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ. თავის მხრივ, "უტრეხტი" 24 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.
ეს გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 7 გამარჯვება "უტრეხტმა" მოიპოვა, 6 - "ალკმაარიმა", 4 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
ზემოხსენებული გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, პასკალ იანსენი ("ალკმაარი") და რენე ჰეიკი ("უტრეხტი"), ერთმანეთის წინააღმდეგ 1 მატჩი ჩაატარეს. მატჩი ფრედ დასრულდა.
შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
4. "სევილია" - "ვალენსია"

Sportall.Ge

ესპანეთის ჩემპიონატის ორი გრანდი, "სევილია" და "ვალენსია", ერთმანეთს კოპა დელ რეის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან.
ეს გუნდები ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც უმეტესი გამარჯვება "ვალენსიამ" მოიპოვა (7). 5 გამარჯვება "სევილიელთა" ანგარიშზეა, ამდენივე მატჩი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხებათ მთავარ მწვრთნელებს, ლოპეტეგისა ("სევილია") და ხავი გრასიას ("ვალენსია") ურთიერთდაპირისპირება სევილიელთა გამარჯვებით მორჩა.
მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
5. "ჩელსი" - "ვულვზი"

Sportall.Ge

ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შემდეგ "ჩელსი" პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
19 თამაშის შემდეგ "არისტოკრატები" ინგლისის პრემიერლიგაში 29 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, არც "ვულვზს" აქვს წარმატებული სეზონი, ისინი ამდენივე მატჩში 22 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან.
ეს გუნდები ერთმანეთს 15-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 11-ჯერ ლონდონელებმა იმარჯვეს, 3-ჯერ "ვულვზმა" მოახერხა 3 ქულის მოპოვება, 1 მატჩი ფრედ დასრულდა.
მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული