"რუსთავის" ყოფილი თავკაცი ვლადიმირ გაზაევი იტალიაში ჩავიდა, გუნდის გაწვრთნა დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად პოსტის დაკავების უფლება არ მისცეს.
მიზეზი უცნობია, Tuttomercatoweb-ი კი ამტკიცებს, რომ რაღაც ბიუროკრატიული პრობლემები წარმოიშვა. სერია D-ს Е ჯგუფის "სიენას" მწვრთნელად "საუთჰემპტონისა" და ლატვიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარიან პახარი დაინიშნება, რომელსაც ხვალ პრეზენტაციას მოუწყობენ.
44 წლის პახარი ადრე "სკონტოს", "ელგავას", აგრეთვე, ლატვიის ახალგაზრდულ და პირველ ნაკრებებს წვრთნიდა.