"არსენალიდან" გადასულ 32 წლის ნახევარმცველ მესუთ იოზილს "ფენერბახჩემ" სამწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა.
იოზილმა ახალ გუნდში არასტანდარტული ნომერი აიღო - 67.
იმისათვის, რათა თავიდან მოეშორებინა, "არსენალმა" მასთან ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება გაწყვიტა. ის ლონდონურმა კლუბმა არც პრემიერლიგის და არც ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ამ სეზონში საერთოდ არ ათამაშა.