მწვრთნელი გონებადაკარგული ფეხბურთელისკენ გაიქცა... უმძიმესი შეჯახება პორტუგალიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 4 თებერვალს, "ბელენენსეშმა" "პორტუს" უმასპინძლა. მატჩის 85-ე წუთზე "ბელენენსეშის" მეკარე ბურთის მოგერიების მიზნით გამოვიდა, რის შემდეგაც "პორტუს" ფეხბურთელს, ნანუს შეეჯახა. 

26 წლის მცველი მოწყვეტით დაეცა და გონება დაკარგა.

ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ეს შემთხვევა ძალიან განიცადეს, განსაკუთრებით, "პორტუს" მცველმა პეპემ, რომელმაც ცრემლებიც კი ვერ შეიკავა. 

ამ მომენტისთვის აფრიკელი მცველის მდგომარეობა სტაბილურია. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. 

ნანუ ოქტომბერში "პორტუს" "მარიტიმოდან" შეუერთდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული