ყატარში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში "ბაიერნმა" "ალ-ახლი" 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
დუბლი თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. მას ასისტენტობა სერჟ გნაბრიმ და ლეროი სანემ გაუწიეს.
11 თებერვალს, ფინალში, მიუნხენური გრანდი მექსიკის "ტიგრესს" დაუპირისპირდება. მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს "ალ-ახლი" და ბრაზილიის "პალმეირასი" შეხვდებიან.