სათამაშო დღის (13 თებერვლის) 3 საუკეთესო შეხვედრა [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 13 თებერვალს, ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში შიდა ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.

3 საუკეთესო მატჩი, რომელიც დღეს შედგება:

1."ლესტერი" - "ლივერპული"

Sportall.Ge

დღეს, "ლესტერი" "ლივერპულს" უმასპინძლებს.
23 ტურის შემდეგ "მელიები" 43 ქულით ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილს იკავებენ. რაც შეეხება "ლივერპულს", მერსისაიდელები ცუდ ფორმაში არიან. მათ ანგარიშზე 40 ქულა და მე-4 ადგილი გახლავთ.
შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
2. "მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემი"

Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რასაც "ტოტენჰემზე" ვერ ვიტყვით.
22 ტურის შემდეგ "ქალაქელები" ინგლისის პრემიერ ლიგას 50 ქულით ლიდერობენ, რაც შეეხება "მამლებს",
ჟოზე მოურინიოს შეგირდებს 36 ქულა აქთ და მე-8 ადგილს იკავებენ.
შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
3. "ნაპოლი" - "იუვენტუსი"

Sportall.Ge

იტალიის თასზე "ატალანტასთან" წაგებული მატჩის გამო ჯენარო გატუზოს ნეაპოლური კარიერის ბედი დღევანდელ შეხვედრაში გადაწყდება.
20 თამაშის შემდეგ "ნაპოლს" 36 ქულა აქვს და იტალიის სერია A-ში მე-6 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბებერ ქალბატონი" 42 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული