"კარგად ვიცი, რას ნიშნავს "გაჭირვებაში" ცხოვრება..." - ჯორჯინა როდრიგესი თავის წარსულზე საუბრობს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს მეუღლემ, ჯორჯინა როდრიგესმა, თავისი წარსულის შესახებ ისაუბრა. 

"ახლა ყველასთვის შემიძლია დახმარება და ეს ძალიან მაბედნიერებს. კარგად ვიცი, რას ნიშნავს "გაჭირვებაში" ცხოვრება, როდესაც თვიდან თვემდე რაღაც კონკრეტული თანხა უნდა გეყოს. 

მე ყოველთვის მოდისა და სილამაზის სფეროში არ ვმუშაობდი, მეც მქონდა ცხოვრებაში რთული პერიოდი, თუმცა ყოველთვის ბედნიერი ვიყავი" - განაცხადა როდრიგესმა. 

ჯორჯინამ და კრიშტიანომ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ფეხბურთელის ამჟამინდელი მეუღლე ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

alt"ქალბატონი წითელში" - რონალდოს მეუღლე ნაძვის

ხესთან "პოზიორობს" [PHOTO]