სავარაუდო ტრანსფერზე დიდი ზეგავლენა ამერიკულმა კომპანია Nike-მა მოახდინა, რომელიც კილიანის "ენფილდზე" ჩაყვანას ცდილობდა. ჯერ კიდევ 2017 წელს ფეხბურთელს "ლივერპულის" მფლობელი ჯონ ჰენრი შეხვდა: მბაპეს ოჯახს კერძო თვითმფრინავი გაუგზავნა და მათთან ერთად ნიცის თავზე ორი საათი იფრინა. L'Equipe-ის ინფორმაციით, სწორედ ამ ხნის განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკებები, თუმცა ბოლოს ფრანგი
იმავე ინფორმაციას ფლობს "წითლების" ლეგენდა ჯეიმი კარაგერი. CBS Sports-თან ინტერვიუში ყოფილმა ფეხბურთელმა უნიჭიერესი ფრანგის მერსისაიდულ კლუბში გადასვლის შანსები მომავალშიც საკმაოდ იმედიანად შეაფასა.
"არ ვხუმრობ, ვეყრდნობი იმ ფაქტს, რომ 2017 წელს "ლივერპულში" თვლიდნენ, მბაპეს ხელში ჩაგდების ძალიან კარგი შანსები ჰქონდათ. ვიცი, რომ სხვა კლუბების მსგავსად, მას იურგენ კლოპი ესაუბრა.
როცა "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბევრმა "ლივერპულს" ისე შეხედა, რომ კლოპსა "ენფილდის" მხარდაჭერასთან ერთად "რეალის" დონის კლუბად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ის "რეალში" ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ "ლივერპული" ასეთი ფეხბურთელისთვის მომდევნო ნაბიჯის გადადგმამდე იდეალური ადგილი იყო", - ციტირებს კარაგერს The Mirror-ი.
პსჟ-სა და მბაპეს შორის კონტრაქტი 2022 წელს იწურება და კლუბი ახალი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ფეხბურთელმა კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას ისევ ფეხბურთელთან ერთად მიიღებს.
2017 წელს პსჟ-მა კილიანი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ იჯარით აიყვანა, ხოლო 1 წლის შემდეგ 145 მილიონ ევროდ გამოისყიდა. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მბაპემ 21 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 6 დღის წინ 22 წლის თავდამსხმელმა "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" კარში 3 გოლი შეაგდო.