გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" მცირე პაუზით ისარგებლა, სტუმრად ამხანაგური მატჩი პირველი დივიზიონის მესამეადგილოსან "გენკთან" ჩაატარა და 2:1 დაამარცხა. მეორე გოლი მასპინძლებს მიქაუტაძემ გაუტანა.
მიქაუტაძისა და "სერენის" საქმეები კარგად მიდიოდა, ვიდრე 20 წლის თავდამსხმელი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით არ დასაჯეს. გიორგის არყოფნაში მის გუნდს გაუჭირდა, "უნიონი" დამაჯერებლად გალიდერდა, 18 გოლით საუკეთესო ბომბარდირი კი ამ გუნდის ფორვარდი დანტე ვანზერი გახდა.
მიქაუტაძეს 1В დივიზიონის 15 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, ბოლოს კი მეტოქის კარი ჩემპიონატზე 5 დეკემბერს
დალაშქრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მალე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და "ჯვაროსანი" გახდება.
"სერენი" 20 ტურის შემდეგ (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) 32 ქულით მეორე ადგილზეა, "უნიონს" 18 ქულით ჩამორჩება და 28 თებერვალს გასვლაზე "ლიერსს" შეხვდება.