თამაშამდე მანქანაში ჩაეძინა, შემდეგ კი 5 გოლი გაიტანა...

AutoSharing Option
სახალისო ისტორია გადახდა ბრაზილიელ ლეგენდას, რონალდინიოს, რომელიც 2017 წელს ინდოეთში ფუტსალის სათამაშოდ მიიწვიეს. 

Talksport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტატორმა სემ მატერფეისმა განაცხადა: 

"ჩვენ ინდოეთში ფუტსალის ტურნირზე ჩავედით. რონალდინიომ მხოლოდ 1 თამაში ითამაშა. მან მოედანზე მცირედი პერიოდი დაჰყო, თუმცა დიდი თანხა გამოიმუშავა. ლეგენდამ 5 გოლის გატანა მოახერხა, ისე, თითქოს არაფერი და წავიდა... 

თამაშის დღეს ყველა პანიკაში იყო, გაუჩოს ვერ პოულობდნენ, რადგან ის მართლაც არსად იყო. საინტერესოა, სად იყო ბრაზილიელი? ყველა გასახდელში ეძებდა, თუმცა ის საკუთარ მანქანაში იჯდა და ეძინა. 

ვიღაცამ ფანჯარაზე დაუკაკუნა და
გააღვიძა, შემდეგ კი შემოსვლა სთხოვა. ბრაზილიელი გამოცვლილი იყო, შევიდა მოედანზე, გაიტანა 5 გოლი და უკან გაბრუნდა. ეს დაუჯერებელი იყო. რონალდინიო საერთოდ სხვაგან იყო... ის საოცარი მოთამაშე გახლდათ". 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"რონი, სიტყვები არ მყოფნის..." - ლიონელ მესი სამწუხარო სიახლეს გამოეხმაურა


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჩოები არგენტინაში არიან და არა ბრაზილიაში, ჭკუისკოლოფო.
სტატუს ქუო
14:24 25-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული