"მეშინოდა, რომ დავიძინებდი და ვეღარ გავიღვიძებდი..." - ილიჩიჩი

AutoSharing Option
ეს ერთი წლის წინ მოხდა... ჯოზიპ ილიჩიჩმა "ვალენსიას" "მესტალიაზე" 4 გოლი გაუტანა და "ატალანტას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოუპოვა. 

სლოვენიელისთვის ბოლო 1 წელი საკმაოდ რთული გახლდათ. მან თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე ისაუბრა. ცნობილია, რომ ილიჩიჩი 7 თვის იყო, როდესაც მისი მამა ავადმყოფობით გარდაიცვალა. 

"არასდროს ვიცოდი, თუ რას ნიშნავდა სიტყვა მამა... ამას მხოლოდ ჩემი თანაკლასელებისგან და მეგობრებისგან ვგებულობდი" - განაცხადა "პალერმოში" გადასვლის შემდეგ.

მისი ბავშვობის წლები მძიმე იყო. ჯოზიპს ოჯახთან ერთად მშობლიური მიწის დატოვება და სხვა ქვეყანაში გადასვლა მოუწია, ამის
მიზეზი კი ბალკანეთის ომი გახლდათ. ფეხბურთელმა ხორვატიასა და ბოსნიაში ცხოვრება სცადა, თუმცა სიმშვიდეს სლოვენიაში მიაგნო. ისინი ხორვატიის პასპორტით დევნილები იყვნენ. 

საბოლოოდ, ილიჩიჩი გაიზარდა და ფეხბურთის თამაში დაიწყო. მან კარიერა ფუტსალში სცადა, თუმცა "ვალენსიას" ყოფილმა ნახევარმცველმა ზლატკო ზაოვიჩმა ის "მარიბორს" 80 000 ევროს სანაცვლოდ მიჰყიდა. 

"მარიბორში" ჯოზიპი კარგად მოეწყო, შემდეგ კი კარიერა ზაგრების "დინამოში" განაგრძო. ხორვატიიდან იტალიაში, კერძოდ, "პალერმოში" 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 

უკვე წარმატებულ ფეხბურთელზე ნადირობა ერთდროულად სამმა ქვეყანამ: ბოსნიამ, ხორვატიამ და სლოვენიამ - დაიწყო. თუმცა ილიჩიჩმა აირჩია ის, რომელმაც მას ყველაფერი მისცა. ფეხბურთელი სლოვენიის ეროვნულ ნაკრებში წავიდა... 

ჯოზიპი ძალიან მგრძნობიარე ადამიანი გახლავთ. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას ლიმფადენიტის დიაგნოზი დაუსვეს (ლიმფური კვანძების ანთება), რამაც ის კიდევ უფრო მგრძნობიარე გახადა. მას დავიდ ასტორი ყოველთვის ახსოვდა. შეგახსენებთ, ასტორი და ილიჩიჩი "ფიორენტინაში" ერთად თამაშობდნენ. 

სამწუხაროდ, 2018 წლის 4 მარტს დავიდი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს... 

"იმ დღეებში ასტორიზე ბევრს ვფიქრობდი... მეშინოდა, რომ დავიძინებდი და ვეღარ გავიღვიძებდი, ჩემს სიყვარულს კიდევ ერთხელ ვერ ვნახავდი..." - განაცხადა ფეხბურთელმა 24Sata-სთან ინტერვიუში. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altილიჩიჩზე წერდნენ, ცოლმა უღალატაო; არადა, დეპრესიის მიზეზი უფრო ღრმა და მტკივნეულია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული