მადრიდის "რეალი" ოდეგორის დაბრუნებას გეგმავს

AutoSharing Option
"არსენალში" გადასვლის შემდეგ მარტინ ოდეგორმა დაიწყო იმ თამაშის თამაში, როგორსაც მისგან ელოდნენ. დიდი ალბათობით ნორვეგიელს მადრიდის "რეალი" არ გაყიდის და უკან, ესპანეთში დააბრუნებს. 

"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას სჯერა, რომ მარტინი მომავალში ნახევარდაცვაში დიდებულ თამაშს შეძლებს. ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გამოიჩინა ტალანტმა ესპანეთში თავი გამუდმებული ტრავმიანობა გახლდათ. გამოტოვებული დროის შემდეგ კი მას სათადარიგო სკამზე უწევდა ჯდომა, რაც ახალგაზრდას ნამდვილად არ სურდა. 

ინგლისური კარიერის 1 თვის თავზე ოდეგორმა "არსენალის" შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა (4 პრემიერ ლიგაში და 2 ევროპის ლიგაზე), გულშემატკივარს
თავი კი კარგი და შემტევი სტილით დაამახსოვრა. 

დიდი ალბათობით მადრიდელები ნორვეგიელს არ დათმობენ და იჯარის დროის გასვლის შემდეგ ფეხბურთელს უკან დააბრუნებენ. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული