ბელგიელმა ფორვარდმა მეტოქის კარი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ აიღო – ბურთის მხარეს ზურგით მყოფმა ულამაზესი გოლი ქუსლური დარტყმით გაიტანა.
"ნოთს ქაუნთიმ" "ოქსფორდ სიტი" 3:1 დაამარცხა და FA ტროფეის ნახევარფინალში გავიდა. თავად ელიშა სემმა დუბლი გაიფორმა. "ნოთსი" ნეიშენალ ლიგაში გამოდის, ელიშა კი 23 წლისაა (25 წლის ასაკში ჯეიმი ვარდი სწორედ ამ ლიგაში თამაშობდა) და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით