საქართველოს ნაკრების პოტენციურმა კანდიდატმა, 20 წლის გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის მეორე ლიგაში ისევ გამოიჩინა თავი.
"სერენმა" 21-ე ტურში გასვლაზე "ლიერსი" მიქაუტაძის მიერ 32-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 დაამარცხა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგიმ ჩემპიონატზე ჩატარებულ 17 მატჩში 17 გოლი გაიტანა (2 თერთმეტმეტრიანით) და ტურნირზე ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "უნიონის" თავდამსხმელ დანტე ვანზეირს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 18 გოლია.
"სერენი" კი 35 ქულით მეორე ადგილზეა და 3 მარტს სტუმრად "მოლენბეკს" შეხვდება.