მიქაუტაძემ "სერენს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების პოტენციურმა კანდიდატმა, 20 წლის გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის მეორე ლიგაში ისევ გამოიჩინა თავი.

"სერენმა" 21-ე ტურში გასვლაზე "ლიერსი" მიქაუტაძის მიერ 32-ე წუთზე გატანილი პენალტით 1:0 დაამარცხა. ის 86-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგიმ ჩემპიონატზე ჩატარებულ 17 მატჩში 17 გოლი გაიტანა (2 თერთმეტმეტრიანით) და ტურნირზე ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "უნიონის" თავდამსხმელ დანტე ვანზეირს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 18 გოლია.

"სერენი" კი 35 ქულით მეორე ადგილზეა და 3 მარტს სტუმრად "მოლენბეკს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაშგარე იქნებოდა რომ შეხებოდა.
gela
23:21 04-03-2021
1
სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი ნაკრების ბიჭები ძალზე დაბალი კატეგორიის კლუბებში არიან და იქაც კი ხშირად განაცხადშიდაც კი ვერ ხვდებიან.
ლაშა
10:16 01-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული