რონალდოს მამა ჯარისკაცი გახლდათ... ის მანამ გარდაიცვალა, სანამ მისი შვილი ვარსკვლავურ სიმაღლეზე ავიდოდა [PHOTO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრისტიანო რონალდოს დიდებული კარიერა გამოუვიდა, რომელსაც დღესაც წარმატებით განაგრძობს. მისი გულშემატკივრები და არამარტო ისინი მას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრებენ. მას შემდეგ, რაც თინეიჯერი რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გამოწვრთნა, მადრიდის "რეალში" უკვე სუპერვარსკვლავის სტატუსით გადავიდა და იქ როგორც განაგრძო კარიერა, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ეს წარმატება გარკვეულწილად ტკივილითაა შეფერილი.

Sportall.Ge

რონალდოს მამა ალკოჰოლიკი გახლდათ, რომელმაც სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვა თავისი შვილის დიდებული კარიერის ცქერა. ჟოზე დინის ავეირო 2005 წელს ჭარბი სმის გამო
გარდაიცვალა. მაშინ რონალდო 20 წლის გახლდათ, ორ წელში კი თინეიჯერმა მეგაკარიერა "ოლდ ტრაფორდის" მოედანზე დაიწყო.

"მე მამაჩემს 100%-ით ნამდვილად არ ვიცნობდი. ის მუდმივად ნასვამი გახლდათ. შემიძლია გითხრათ, რომ მე მას არ ვესაუბრებოდი. ჩვენ ერთმანეთთან, ფაქტობრივად, არ გვქონდა კომუნიკაცია, რადგან რთულია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ესაუბრო. ძალიან მწყდება გული, რადგან ის პირველი უნდა ყოფილიყო, ვინც ჩემს მიღწევებს, ტიტულებსა და გატანილ ბურთებს ნახავდა." - განაცხადა რონალდომ პიერს მორგანთან ინტერვიუში.


Sportall.Ge

ჯარისკაცის ცხოვრება

ჟოზე დინის ავეირო ჯარში გაიწვიეს. მაშინ ის ანგოლის წინააღმდეგ იბრძოდა. საბოლოოდ, მათ პორტუგალიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ჟოზემ და მის გვერდით მებრძოლმა ჯარისკაცებმა ბრძოლა წააგეს, ნახეს საშინელი სისასტიკე, რამაც საბოლოოდ, მათი საღი აზროვნებიდან გადაგვარება გამოიწვია. ისინი იქ საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ. ამას დაემატა გაფუჭებული საკვების მარაგი, რამაც შიმშილი გამოიწვია. ყველაფერი დაავადების გავრცელებამ გაამწვავა, როგორიც იყო, მაგალითად, მალარია, რომლის გამოც ჟოზე კვირობით იწვა და ვერ დგებოდა, თანაც რა პირობებში?

მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულება ანგოლაში არსებულმა წყალმა გამოიწვია. პორტუგალიელი ჯარისკაცები წყლის ნაცვლად ადგილობრივ ლუდს სვამდნენ, რადგან წყალი, რომელიც ანგოლაში მოედინებოდა, იმდენად თბილი გახლდათ, რომ წყურვილსაც ვერ მოიკლავდი. ყოველივე ამან რონალდოს მამის ფსიქოლოგიურად გატეხვა გამოიწვია.


Sportall.Ge

ახალი ცხოვრება

აფრიკაში 13 თვის გატარების შემდეგ, ჟოზე დინის ავეირო როდესაც პორტუგალიაში დაბრუნდა, ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში იყო, ძნელად თუ იცნობდა. წაგებული ომების გამო პორტუგალიაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ფაქტობრივად, ქვეყანაში სამუშაო ადგილები გაქრა, რონალდოს მამას კი სასმლის გარეშე არ შეეძლო. მას თავისი მეგობრები და ზოგადად, რესტორნის მეპატრონეები, როგორც ვეტერან მებრძოლს, პატივს სცემდნენ და დასალევზე ეპატიჟებოდნენ. მისმა მეგობარმა და თანამებრძოლმა ჟოზე მანუელ კაელჰომ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა:

"ჩვენ დაგვტოვეს, ომის ვეტერანებს არც ფული და არც სამუშაო არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მე რონალდოს ვხედავ, მე მისი მამა მახსოვს. სამწუხაროდ, მას პრობლემები კისერზე აწვებოდა. წარმოიდგინეთ, საჭმელიც კი არ ჰქონდა. ამიტომ ის "გალოთდა". კრიშტიანომ ყველაფერი გააკეთა, რათა მის მამას სასმლისთვის თავი დაენებებინა და დღემდე ჩვენ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ფულიც კი ვერ შეცვლის იმას, რაც გიწერია. როდესაც ჟოზე გარდაიცვალა, რონალდო გასვენებაში იმყოფებოდა და მაშინ თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. რონალდო არასდროს ტეხდა სიტყვას. მან "ოქროს ბურთი" 5-ჯერ მოიგო, მაგრამ მამამისმა მისი დიდებულება ვერ დაინახა."


Sportall.Ge





უკიდურესი გაჭირვების გამო ჟოზე მებაღე გახდა, შემდგომ კი "ანდორინას" გუნდის გასახდელის მოწესრიგება დაევალა. რონალდოს მამამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი შვილი ამ გუნდში თამაშობდა. კრიშტიანოს თავისი თანაგუნდელები მამის ცუდი სამსახურის გამო დასცინოდნენ, თუმცა ამ ყველაფერმა ის საბოლოოდ იქამდე მიიყვანა, სადაც ახლა იმყოფება.


Sportall.Ge





2005 წელს ალკოჰოლმა 51 წლის ჟოზეს სიცოცხლე საბოლოოდ დაასრულა. დღეს ჟოზეს შვილი 5 "ოქროს ბურთის", უამრავი თასის, პირადი ტიტულის, რეკორდისა და წარმოუდგენელი მიღწევების მფლობელია.

მომზადებულია sun-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული