ღირსება - მიქაუტაძემ გოლი შეგნებულად არ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის მეორე ლიგის 21-ე ტურში, "მოლენბეკთან" მოგებულ გასვლით მატჩში (4:2), "სერენის" 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა შეეძლო დუბლი შეესრულებინა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გააკეთა. არადა, მეორე გოლის გატანის შემთხვევაში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა.

დავაკონკრეტოთ: მიქაუტაძემ 54-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, პასი გამბიელ ნახევარმცველ აბდულა ჯელოუს გაუკეთა. მისი დარტყმული ბურთი კარში შედიოდა, თავად გიორგი კარის წინ იდგა, უბრალოდ ბურთისთვის ფეხი უნდა მიერტყა და გოლი მას ჩაეთვლებოდა, თუმცა არ იკადრა.

მიქაუტაძემ ჩემპიონატის 18 მატჩში
18 გოლი გაიტანა და დანტე ვანზეირთან (უნიონი) ერთად ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
100%-იან თამაშგარეშე მდგომარეობაში იყო! ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ნამდვილად მოაზროვნე ფეხბურთელია.
სტაჟიანი გულშემატკივარი
04 მარტი 2021 20:59
3
ღირსება არა თავდადება კიდე :D თამაშგარე იყო შეეხებოდა ბურთს და გოლი არ ჩაითვლებოდა! წაუცდა კიდეც ფეხი მაგრამ მაგ დროს დაუყვირეს და გაანება თავი.
თამაშგარე რომ არ ყოფილიყო და მიერტყა ფეხი არც ეგ იქნებოდა უღირსობა, თანაგუნდელები ყოველთვის ითვალისწინებენ ხოლმე რომ ბომბარდირთა დავაში ბრძოლობს თანაგუნდელი.
ემიგრანტი
04 მარტი 2021 20:50
4
სრულად გეთანხმები ერთი სიტყვის გარდა, ბრძოლობს არა - იბრძვის ;)
გიო
05 მარტი 2021 03:18
0
თუნდაც მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს თუ თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელი მიეკარება, თამაშგარე ფიქსირდება, ამიტომაც სწრაფად და ზუსტად შეაფასა მდგომარეობა.
მინდია
05 მარტი 2021 01:54
1
მიხვდა რომ თამაშგარეში იყო და სავარაუდოდ მაგიტომ არ დაამატა
გიორგი
04 მარტი 2021 20:35
7
არ იყო ოფსაიდში. მეკარისგან მიუვიდა ბურთი.
ILIA
04 მარტი 2021 20:47
17
მერე რა რომ მეკარესგან მიუვიდა, დარტყმის დროს თამაშგარეში იყო და არ გამოეთიშა სიტუაციას
გიორგი
05 მარტი 2021 03:15
1
მიქაუტაძემ თუ საქართველოს ნაკრები აირჩია ამის გამო დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და ადაპტაციის დროს გვერდით დავუდგეთ!!!!! უმაგრესი ფეხბურთელია და კიდე უკეთესი პიროვნება ყოფილა ისტორიული სამშობლო, რომ აირჩია. კონკრეტულად ამ სტატიას, რაც შეეხება იქნებ ფეხბურთს უყუროთ ან წესებს ჩახედოთ სანამ ესეთ სადღეგრძელოს დაწერთ!!!! მაგ ბურთს, რომ შეხებოდა ნაკრებში გამოძახება კი არა საერთოდ უნდა დაენებებინა ფეხბურთისთვის თავი:))))))))
ჟორჟი
05 მარტი 2021 16:31
0
ღირსეული იმიტომაა რომ საქართველოს ირჩევს ამ ბედკრულ ქვეყანას ... თორემ გოლი იმიტომ არ გაიტანა რომ 100% ით თამაშგარე იყო ... ქვედა კომენტარევს დავეთანხმები მეც და ჭკვიანია რომ არ დაამატა ...
bejo
05 მარტი 2021 10:46
1
მაგ ასაკში თან ქართული გენით არ მგონია გოლები ეგრე დათმოს ვინმემ. იფიქრა ოფსაიდში ვარო და არ დაარტყა. ხელები აწია. და ჯიგარია ჭკვიანია. აბა ნანია ჭკვიანი რონალდოს გოლს რო დაამატაა ddd
ზაზა ნ
05 მარტი 2021 04:08
3
ფეისბუკზე,მეც ღირსება შევუქე,მაგრამ იქვე მიმითითეს,რომ თამაშგარეში იყო და რა თქმა უნდა მართლები არიან. მაინც საქებია,რომ არ შეეხო.ყველა ვერ შეიკავებდა თავს.თუნდაც დაეძახათ,მაინც დროზე მოასწრო, ფეხის გაჩერება.
სოსო
05 მარტი 2021 16:36
0
ბურთის დარტყმის მომენტში მეკარეზე უკან არის
სოსოს
05 მარტი 2021 21:45
0
ზოგ კომენტარს რომ ვკითხულობ....და მერე გიკვირთ, არველაძემ რატომ თქვა უარი ნაკრების მწვრთნელობაზეო.....ჭკვიანი ბიჭია და იმიტომ.
კახა ქ.
05 მარტი 2021 11:12
2
თამაშგარე იყოო და მიტომ არ მიარტყა ფეხი
ირაკლი88
05 მარტი 2021 14:05
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული